00:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:31:01, 743 ნახვა

სხვადასხვა
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატს სააგენტოსთვის მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში მიიღებენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებმა, პენსიისა და სოციალურ დახმარებაზე დანამატის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ.

„სააგენტოს აქვს ძალიან დაზუსტებული ბაზები, სადაც ამ სტატუსის მქონე ადამიანების ზუსტი მონაცემები ვიცით. ვისზეც დადასტურებულად ვიცით მონაცემთა ბაზაში, რომ არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებელი, დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენს მიერ გატანილი საკითხი გულისხმობს, რომ მათ არ ვაიძულოთ, ან არ ვთხვოთ, რომ მოგვმართონ, არამედ ჩვენ შეგვიძლია, რომ ავტომატურ რეჟიმში სექტემბრიდან გავუაქტიუროთ ეს დანამატი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატს სააგენტოსთვის მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში მიიღებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics