12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 15:22:15, 388 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია - „არა რუსეთს“ იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „თავისუფალი ზონის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც „ექსპრენსიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე 500-მდე ადამიანია შეკრებილი.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეწყდეს და ხელისუფლებამ რუსეთთან სასაუბროდ სხვა გზები აირჩიოს.

აქციის მონაწილეები ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვენ, რის მიზეზადაც აცხადებენ, რომ აბაშიძე რუსეთის აგენტია.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპატრულო პოლოციაა მობილიზებული. მათ შენობის შესასვლელი რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.

აქციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრებს ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ამ დროისთვის ისინი სიტყვით გამოდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics