12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 14:57:03, 350 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: საუბარი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე წარმოადგინოს, არასერიოზული მიდგომაა

„საუბარი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვში წარმოადგინოს არასერიოზული მიდგომაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

მისივე თქმით, ყველა თემასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევა უხერხულ მდგომარეობას ქმნის.

„რაღაც ვადებზე იყო ლაპარაკი, თუმცა კონკრეტული რიცხვში წარმოდგენა არასერიოზული მიდგომა მგონია. არის მთავრობა გეგმა და მუშაობა მიმდინარეობს. ყველა თემაზე რიგგარეშე სესიის მოწვევა კომისიების და კომიტეტების შექმნა, გარკვეულ უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის ქართულ საზოგადოებაში. არსებობს მთავრობა, ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდოთ, რა გეგმას წარმოადგენს. აჟიოტაჟი და სკანდალის ატეხვა ამის გარშემო ვისი სტილია ვიზით და ნუ აყვებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტსა და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ, თუმცა, მათ ეს არ შეასრულეს.

„მოგეხსენებათ, გასულ კვირას  საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს,  ვიცე პრემიერს და ფინანსთა  მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე  სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა,  გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის  ეკონომიკური გუნდის წევრები  პრეზიდენტს და საზოგადოებას  დაპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ  სავალუტო სტაბილიზაციის  კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  და ეროვნულ ბანკთან   თანამშრომლობით.  სამწუხაროდ, ამ დრომდე გეგმა  წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics