00:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 15:52:08, 889 ნახვა

სხვადასხვა
პრემიერის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრომ "9+1"-ის გადამღებ კომპანიას 1 თვით 15 სამხედრო პერანგი გადასცა

მრავალსერიანი მხატვრული ფილმის "9+1" გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის  სამინისტრომ შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენი" 1 თვით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყო.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" მიერ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის 9+1-ის გადაღების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენისთვის" ერთი თვის ვადით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განკარგულებაში.

ცნობისთვის, „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ წილის 33%-ს სერიალ "9+1"-ის რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფლობს, 33%-ს - გორგასლან ხაინდრავა, 34%-ს კი, ლევან ხაინდრავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics