03:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 16:22:16, 365 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის  წარმომადგენლები იმყოფებიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, საზღვაო ფლოტის კაპიტან მარტინ პიშოტის ხელმძღვანელობით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სემინარი „შეიარაღებული ძალები დემოკრატიაში“  გამართეს.

სემინარის ფარგლებში გერმანულმა მხარემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გერმანიის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია გააცნეს და ბუნდესვერის სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჯარისკაცის უფლება-მოვალეობებს,  სამხედრო ომბუდსმენის არსებობის მნიშვნელობას და მის ფუნქციებს.

სემინარზე ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ყურადღება ჯარში საპარლამენტო კონტროლსა და განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.  ერთ-ერთი თემა  ბუნდესვერის კონსტიტუციურ სამართლებრივი სტატუსი იყო.

სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics