05:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 15:12:28, 371 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ჩემსა და ნინო ბურჯანაძეს შორის არავითარი კულუარული შეხვედრა და მოლაპარაკება არ შემდგარა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული მოძრაობა“ერთიანი საქართველო“-სა  და "პატრიოტთა ალიანსი"-ს შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაზეთ "ალიაში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ირმა ინაშვილის მტკიცებით, მასსა და ნინო ბურჯანაძეს შორის არანაირი კულუარული შეხვედრა და მოლაპარაკება არ შემდგარა. ინაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად, კოალიციებში გაერთიანების გარეშე აქვს გადაწყვეტილი.
"დიდ პატივს ვცემ გაზეთ "ალიას", ჩემს საყვარელ კოლეგებს... ასევე, პატივს ვცემ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელთანაც საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაქვს (ისევე, როგორც სხვა პოლიტიკოს ქალბატონებთან)... პატივს ვცემ დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" წევრებს, მაგრამ... გარწმუნებთ, არავითარი კულუარული შეხვედრა და მითუმეტეს, მოლაპარაკებები არ შემდგარა ჩემსა და ქალბატონ ნინოს შორის. თუ შევხვდებით, საჯაროდ ვიტყვი, დამალვის საფუძველს ვერ ვხედავ. მეორე და მთავარი- "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად, კოალიციებში გაერთიანების გარეშე აქვს გადაწყვეტილი. ეს არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ. წარმატებებს გისურვებთ",-წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გაზეთმა "ალიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დემოკრატიული მოძრაობა“ერთიანი საქართველო“ და პატრიოტთა ალიანსი შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთ საარჩევნო ბლოკად გამოვიდნენ.
"ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს შორის ამ თემაზე კულუარული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. გაზეთთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია ბურჯანაძის თანაპარტიელმა და მერობის ყოფილმა კანდიდატმა არც უარყო და არც დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს შიდა სამზარეულოა და ის არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემაზე ისაუბროს",-წერს გაზეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics