2015-02-25 15:57:18, 339 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალ დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან