2016-05-18 19:30:34, 776 ნახვა
სხვადასხვა
სილქნეტი Russia Today-ის Россия 24-ის და RTD-ს მაუწყებლობას წყვეტს
სილქნეტი Russia Today-ის Россия 24-ის და RTD-ს მაუწყებლობას წყვეტს, ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული არხების მაუწყებლობა ნაკლებად პოპულარულობის გამო შეწყდა.
"31 მაისიდან SilkTV-ის სამაუწყებლო ბადედან სამი რუსული საინფორმაციო არხის ტრანსლირება შეჩერდება.
Russia Today ;Россия 24 ; - პაკეტი „ლაითი“; RTD - პაკეტი - „დელუქსი“, თემატური პაკეტი „პლიუსი".
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული არხები, განსხვავებით სხვა რუსული არხებისაგან, ნაკლებად პოპულარულია მომხმარებელთა შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან