15:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 10:09:13, 412 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით

იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელებს ვაჩვენოთ, როგორ ვდგავართ მათ გვერდით,   კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის და სხვალ ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნა უხერხულობებს ქმნის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

"მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენიუკის ზევითაა ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები  შეიქმნება, თუმცა განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინა დაძაბულ ვითარებაშია, რაც შეიძლება ისე უნდა მოვემსახუროთ ამ უხერხულობებს, რომ ეს არ იყოს მძაფრი. რა თქმა უნდა, უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, რომ უკრაინელებს ვაჩვენოთ, როგორ ვდგავათ მათ გვერდით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება კიევში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობას, პრეზიდენტის თქმით, მასში საპარლამენტო უმრავლესობისა, უმცირესობის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

„ უკრაინას უჭირს და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება უკრაინელების გვერდით დგას. მხარს უჭერს მათ თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი არჩევანის დაცვაში. დელეგაციაშიც სწორედ ამ აქცენტით ვიქნებით ჩვენ გაერთიანებულები. მასში იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი შტო. მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ვიზიტით უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ უკრაინის ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნათელი გზავნილია და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უკრაინას 22 თებერვალს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics