17:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:46:28, 487 ნახვა

პოლიტიკა
ფილიპ ბრიდლავი: აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა

„ის, რომ 12 თებერვლის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა ცხადია“,-ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა ფიპილ ბრიდლავმა მინსკში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრიდლავის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პირობების შეთანხმების  დარღვევას დებალცევოში განვითარებული მოვლენები მოწმობს.

„ის, რომ 12 თებერვლის სამშვიდობო  შეთანხმების პირობები  ირღვევა ცხადია,  მას დებალცევოში განვითარებული მოვლენები  მოწმობს, სადაც  ცეცხლი არ შეწყვეტილა და  საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.  სეპარატისტები რუსეთმა კარგად შეაიარაღა, ისინი იყენებენ საარტილერიო ცეცხლს  და ჰაერსაწინააღმდეგო  თავდაცვას. ეს არის  ძლიერი ძალა, რომლებსაც რუსეთის დახმარებით აღმოსავლეთ უკრაინაში  შეჭრა შეუძლია, თუმცა ჩვენ ვერ ვივარაუდებთ  რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ მხარეებს კვლავინდებურად ცეცხლის  შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“,-განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics