16:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 14:51:17, 362 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტი ის საფრთხე არაა, რაზეც მე უნდა ვინერვიულო

"აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტი ის საფრთხე არაა, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, თქვენ ინერვიულეთ, ღმერთმა შეგარგოთ", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთი ძალიან სანდო სახელმწიფოა და  საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს არასოდეს გადადგამს.
"ეს არაფორმაულური, არაოფიციალური მოქმედებებია.არავითარი ოფიციალური მიღებები იქ არ ხდება. თურქეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. არასდროს თურქეთი საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამს.თქვენ რა გგონიათ აფხაზებისთვის სასარგებლოდ გააკეთებს, საქართველოსთან დაპირისპირება იქნება? გამორიცხულია. ბაღაფში იყო ჩასული სააკაშვილის დროს თუქრეთში. არ დაგავიწყდეთ. ბაღაფშიც კი ჩავიდა, მაგრამ ამით არაფერი არ მომხდარა.თურქეთი არის ძალიან სანდო სახელმწიფო და თურქეთი არასდროს არ გადალახავს ოფიციალურ და არაოფიციალურ საზღვრებს.მან კარგად იცის, სად არის კერძო პირი და სად არის ოფიციალური სიტუაცია. თქვენი ნებაა, თქვენ უნდა დაუჯეროთ აფხაზურ პროპაგანდას, ვერ აგიკრძალავთ მაგას. ვიზიტების სიხშირე დაითვალეთ და თამამად გეტყვით, რომ ადრე უფრო მეტი სიხშირით იყო. მოდით, ავდგეთ და დავითვალოთ. ბაღაფში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არძინბა იყო შევარდნაძის დროს ნიუ-იორკში. ეს ის საფრთხე არაა, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, თქვენ ინერვიულეთ, ღმერთმა შეგარგოთ",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics