12:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 17:39:05, 430 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვიქტორია ნულანდს ხვდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და ზურაბ ჯაფარიძე აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს ხვდებიან.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც  გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები იქნება განხილული.
„ნულანდი საქართველოს და მთელ რეგიონს ძალიან კარგად იცნობს. ძალიან გამოცდილი დიპლომატია და ბუნებრივია მასთან ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს, მთელი რეგიონის წინაშე დგას,  გვექნება საუბარი,  დაწყებული უსაფრთხოებიდან გაგრძელებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, რომელიც ასევე უსაფრთხოებას უკავშირდება“, – აღნიშნა ბოკერიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი და „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics