2016-03-09 14:31:22, 775 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო მზის დაბნელების მოწმე გახდა
მსოფლიო დღეს მზის დაბნელების მოწმე გახდა. ყველაზე კარგად ბუნებრივი მოვლენა წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნებში ჩანდა. 10 ათასზე მეტი მეცნიერი და ტურისტი მზის სრული დაბნელების სანახავად ინდონეზიაში ჩავიდა.
პროცესი ადგილობრივი დროით დილის 06:19 საათზე დაიწყო, 1 საათში კი მზე მთლიანად მთვარის დოსკოს ჩრდილში მოექცა. 2 წუთის განმავლობაში ინდონეზიაში სრული სიბნელე იყო. ასეთი მოვლენა ბოლოს ქვეყანაში 1983 წელს დაფიქსირდა, შემდეგი კი 33 წლის შემდეგაა მოსალოდნელი.
მზის დაბნელების სხვადასხვა ფაზების ნახვა ასევე ავსტრალიაში, ჩინეთის სამხრეთში, ჰავაის კუნძულებზე და ალიასკაზე იყო შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან