12:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:08:00, 359 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

„11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დამასახელა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მე ამ წარდგენას ვიღებ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

ქუცნაშვილის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ყველა იმ ორგანიზაციის საინციატივო ჯგუფს შეხვდება და მართლმასაჯულების სფეროში საკუთარ ხედვებს გააცნობს.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუკი მას პარლამენტი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, ის „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარს იტყვის.

„თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ დავტოვო მმართველი პარტიის წევრობა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics