14:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 14:07:58, 387 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ბობ მენენდესს, ჯეიმს რიშს, ბენ კარდინსა და ჯინ შაჰინს შეხვდა.

 საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე სამუშაო ლანჩი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენებთან დანა რორაბახერთან, ელიოტ ენგელთან, გრეგორი მიკსთან, ბრედ შერმანთან, ჯერალდ კონლისთან და რიდ რიბლთან.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს.

 აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება" და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების" გაფორმება იყო.

 მხარეებმა ასევე განიხილეს  საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics