14:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 11:23:00, 394 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: რუსეთისთვის სანქციების არ გაგრძელება არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადეკვატური იქნება და რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს. 

„ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთისთვის სანქციების არ გაგრძელება არ შეიძლება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სიტუაცია, რომელშიც რუსეთი მთავარი მოთამაშეა, გაცილებით უფრო გართულდა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

ცნობისთვის, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა  რუსეთის  უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს  კენჭს უყრის, რის  შემდეგაც გაირკვევა რუსეთის მიმართ სანქციები გაუქმდება თუ გამკაცრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics