16:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-22 00:50:32, 730 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი თავდაცვის უწყების განცხადებაზე: შეცდომას ბოდიში სჭირდება

„თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ მომეწონა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მსგავსი პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.
“მინდა, პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის მეც არ მომეწონა. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თავად მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც გამოთქვა მწუხარება.

„მე  ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა თქვენც გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეულნი.  შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა.
ქართველი სამხედროს უკრაინაში გარდაცვალების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სადაც უწყება, გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics