2015-01-08 11:45:18, 842 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე, მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს, რის შედეგადაც მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისაგან.
მათივე ცნობით, აღნიშნულ თანხას დავით ჯინჭარაძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან