12:41 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 10:46:45, 391 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორივე ხიდი დღეს დაიკეტება

ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გამტარი და აკვედუკის ხიდები დღეს, 24:00 საათიდან  დაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე ხიდის რეკონსტრუქცია იწყება.  

რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი ხიდების ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზებით, ზაჰესის მიმართულებით მცხეთის გზიდან, დიღმის მიმართულებით - გლდანიდან იქნება შესაძლებელი. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, სარეკონსტრქციო სამუშაოები, რომელსაც  შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი“ აწარმოებს, 400 დღის მანძილზე გაგრძელდება. 

მისივე თქმით, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 462 000 ლარია გამოყოფილი.

"დღეის მდგომარეობით, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი-აკვედუკი ამ ტიპის ნაგებობების საექსპლუატაციო სტანდარტებს არ შეესაბამება.  ნაგებობების რეკონსტრუქცია 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის საფუძველზე, თანამედროვე სტანდარტებით  მოხდება" - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

როგორც მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე სრული დემონტაჟი  35 მეტრის სიგრძის და 11.60 მეტრის სიგანის სარკინიგზო გზაგამტარის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას ჩაუტარდება, რის შემდეგაც აშენდება ახალი ხიდი. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით მოეწყობა ბურჯები,  ფერდის გასამაგრებელი საყრდენი კედელი, სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.

უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით განხორციელდება ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქციაც,  რომლის სიგრძე 120, სიგანე კი 12 მეტრია. მოხდება ნაგებობის დემონტაჟი, ბურჯების გარდა, მოეწყობა ხიდთან არსებული ფერდის გასამაგრებელი კედელი,  სავალი ნაწილი, ტრორუარები და ბორდიურები.

ცნობისთვის, ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი - აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების  სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ  არ ჩატარებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics