2015-01-19 10:03:20, 401 ნახვა
საზოგადოება
მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული
ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მოძღვარის, მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
მას დღეს სვეტიცხოველში გადაასვენებენ, 20 იანვარს კი, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც მსახურობდა.
შეგახსენებთ, რომ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან