14:04 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 22:00:39, 3738 ნახვა

სპეციალური ანონსი
13 დეკემბრის ანონსი

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიაში”, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა, კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ ENPARD-ის პირველი ფაზის შედეგებს შეაჯამებენ და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომ დაფინანსებას გამოაცხადებენ. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნიან
მის.: ექსპო ჯორჯიას #3 პავილიონში; აკაკი წერეთლის გამზ. 77

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს, სადაც ენერგოსექტორში მოქმედი ტარიფების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს წარადგენს. 

მის.: თბილისი. ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი: 568 00 99 22

13 დეკემბერს, 12:45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ქალაქ თბილისის მერ კახა კალაძესთან და მის მოადგილეებთან.

13 დეკემბერს, 14:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 
წარადგენს ახალ ანგარიშს - „ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში“
მის: დ. აღმაშენებლის გამზირი #61. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისი. 

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების დასახმარებლად. 
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics