02:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 19:09:02, 3851 ნახვა

კულტურა
კულტურის მინისტრის ინფორმაციით, Aerosmith-ის ჩამოყვანის ხარჯებს Black Sea Arena აფინანსებს

ვინ დაფარავს აეროსმიტის საქართველოში ჩამოყვანის ხარჯებს - კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ჯგუფის ჩამოყვანას ბლექ სი არენა აფინანსებს, თუმცა დღეს ბლექ სი არენაში აღნიშნეს, რომ დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს. 

"რამდენადაც ვიცი, თავიანთი ბიუჯეტიდან აფინანსებს დარბაზი. კულტურის სამინისტრო ამაში ჩართული არ გახლავთ. ის პროექტები, რომლებიც ბლექ სი არენამ გააკეთა წელს, ვგულისხმობ აგილერასა და სკორპიონსს, იგივე სააგენტოსთან აქვთ ურთიერთობა, ასე რომ, ძალიან გამიხარდა, კარგი ჯგუფია", - აღნიშნა გიორგაძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ ეძებს ბლექ სი არენა დაფინანსების წყაროს, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი ვალდებულებაა.

"რათა სპონსორების მოძიების შემთხვევაში, კიდევ უფრო საინტერესო პროგრამას შესთავაზებენ საზოგადოებას", - დასძინა გიორგაძემ.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics