2016-03-28 16:15:58, 850 ნახვა
Lifestyle
კახა მამულაშვილი: ევა უვაჟკაცესი გოგოა, ასეთი მძიმე ტრავმები აქვს და დედამისს აწყნარებს
ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პროდიუსერი კახა მამულაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს:
"ევა არის უმაგრესი და უვაჟკაცესი გოგო, ბავშვს ასეთი მძიმე ტრავმები აქვს და დედამისს აწყნარებს... მოკლედ, საოპერაციოში შეიყვანეს. ყველაფერი კარგად იქნება", - წერს კახა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან