12:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 12:29:22, 2304 ნახვა

კომენტარი
მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა - პოლონეთის საელჩო ლეხ კაჩინსკის რუსთაველზე გამოსვლას იხსენებს

ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვიდან 17 წელი შესრულდა - “მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა”, - წერს საქართველოში პოლონეთის საელჩო მაშინდელი პრეზიდენტის მიერ თბილისში წარმოთქმულ სიტყვაზე. 

17 წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი თბილისში ჩამოვიდა და ქართველების მხარდამჭერ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა ლიეტუვის, ესტონეთის, უკრაინის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად.

შეკრებილ მოქალაქისადმი მიმართვისას, ლეხ კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს და რომ საერთაშორისო საზოგადოების მოვალეობაა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს დაუპირისპირდეს.

"ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მოგვიანებით, შესაძლოა, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო მოვიდეს."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics