2015-02-11 17:17:53, 583 ნახვა
ეკონომიკა
დოლართან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა
დოლართან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 12 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0248 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0173 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ 2.2894 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან