14:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 23:36:57, 9907 ნახვა

სპორტი
ევრო ტურნირებს „დინამო“ ბათუმიც გამანადგურებელი ანგარიშით დაემშვიდობა

„დინამო“ ბათუმმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ისრაელის გუნდთან დათმო.

შავი ზღვის პირულმა გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაუშვა და ევრო ტურნირებს დაემშვიდობა.

ბათუმელები მესამე ქართული გუნდი არიან, რომლებმაც ევრო ტურნირები უშანსოდ დათმეს.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბებიდან, მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივმა“ შესძლო პირველი ეტაპის გადალახვა, რკინიგზელებმა საკუთარ მოედანზე რუმინული „კრაიოვა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ევროპა ლიგას უშანსოდ დაემშვიდობა ასევე თბილისის „საბურთალოც“, მათ სტუმრად, კვიპროსში მატჩი 5:1 დათმეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ კი ჩემპიონთა ლიგას რამდენიმე დღის წინ დაემშვიდობა, შინ ჩატარებული მატჩის მიუხედავათ, თბილისელები ალბანურ „ტირანასთან“ ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics