|
2015-01-26 11:29:40, 673 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ში რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ
ნატო-ში რუსეთისგან პოტენციურ ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თებერვალში, ბირთვული დაგეგმარების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს განიხილავენ. ცნობილია, რომ სხდომას მხოლოდ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი არ დაესწრება, რადგან ის ბირთვული დაგეგმარების საბჭოს წევრი არ არის. თუმცა მასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ცალკე გაივლიან. Deutsche Welle-ს ცნობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში მომზადებულია რუსეთის მხრიდან საფრთხეების ანალიტიკური დასკვნა, რომელიც თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს დაურიგდათ. ამასთან ცნობილია, რომ სხდომაზე მთავარი თემა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის საზღვრებთან ახლოს, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების გახშირებული ფრენები იქნება. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, 2014 წელს მარტო ბალტიის ზღვის არეალში 150-ზე მეტმა რუსულმა ბობდამშენმა განახორციელა ფრენა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)