17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-03 20:40:00, 9608 ნახვა

სხვადასხვა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - რა უნდა ვიცოდეთ გრიპზე

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით. 
გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარეობს და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად ფიქსირდება გრიპის ვირუსით გამოწვეული 3 – 6 მილიონი დაავადების მწვავე შემთხვევა, მ.შ. ლეტალური  290000-დან 650000-მდე.
გრიპის სეზონი ზოგადად განსაზღვრულია ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე და საქართველოში პიკურ გავრცელებას დეკემბრი-თებერვლისათვის აღწევს.
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა - ვაქცინაციაა. უკუჩვენებები ვაქცინას თითქმის არ გააჩნია და თითქმის ყველასთვისაა რეკომენდირებული.  
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. 
სახელმწიფოს მიერ 2019 - 2020 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 100 000 დოზა ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში და რისკ ჯგუფებში შემავალ პირებს მიეწოდება უსასყიდლოდ.
გრიპის გართულების რისკის ჯგუფში იმყოფებიან: ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები და ნებისმიერი ქრონიკული მდგომარეობის მქონენი.
რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებულმა პირებმა გრიპის ვაქცინაცია შეუძლიათ ჩაიტარონ იმ სამედიცინო დაწესებულებებში სადაც რეგისტრირებული არიან მომსახურეობის მიმღებად თუ ეს დაწესებულება მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებელი ან საქართველოში არსებულ იმ  სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლნი
მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან იმუნიზაციის პროცესი ჩაატარონ შეუფერხებლად,  თუ არსებობს ასაცრელი პირის რომელიმე რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფში მიკუთვნების კანონიერი საფუძველი.
ეხლა საქართველოში გრიპის ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია.
გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს 
გარშემო მყოფთ!
გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics