2015-01-24 15:54:59, 428 ნახვა
საზოგადოება
სამების ტაძარში იური ვაზაგაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს
იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ტაძარში საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დღესვე, იური ვაზაგაშვილს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან