2019-01-27 16:54:01, 3702 ნახვა
სხვადასხვა
ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანი, ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა. ქაშვეთში მივიდნენ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.
ლევან ჩხაიძე ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან თბილისში 25 იანვარს ჩამოასვენეს. ის 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.
ავტორი: ,