09:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:44:13, 350 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნა, უარყოფითად მოქალაქეებზე აისახება

„ნაციონალური მოძრაობის“   წევრების შეფასებით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფა  არა კერძო ბანკებზე,  არამედ მოქალქეებზე აისახება უარყოფითად.
საპარალამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, დამატებითი რეგულაციები სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. 
„როდესაც საქართველოს ეკონომიკა დაბალი ტემპით ვითარდება, როცა ლარის ასეთი ვარდნა და ქვეყანაში სიღარიბეა, ეკონომიკური საქმიანობა პრაქტიკულად გაჩერებულია, ძალიან ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს, ასეთ შემთხვევაში კიდევ დამატებითი რეგულაციების შემოტანა  რაღაც გარკვეული ვალდებულებების, საბანკო სექტორი იქნება, თუ სხვა, კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას და ნაკლებ მოტივიაციას შესძენს  ინვესტორებს, რომ საქართველოში შემოვიდნენ და რაღაცაში ფული ჩადონ. ეს კი კიდევ უფრო დაეტყობა ყველა ოჯახის ბიუჯეტს, როდესაც მთავრობას აქვს რეგულაციის მკაცრი ინსტრუმენტები იქ, სადაც არ არის ამის საჭიროება ეს ყოველთვის შეიძლება გამოყენებული  იყოს როგორც ზეწოლის მექანიზი“,-აღნიშნა წერეთელმა. 
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი  ვაშაძემ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნა ანტირეფორმად  შეაფასა, რომელიც  დეპუტატის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. 
„ეს არის კიდევ ერთი არასწორი კონტრრეფორმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს  რომ გააკეთოს  და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ კრიზისში მყოფ ქვეყანაში  ისინი კიდევ უფრო მეტ არასწორ ქმედებებს აკეთებენ. ეს ნიშნავს ბანკების კონტროლს არასწორი მექანიზმების აწყობას საბანკო სექტორში, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაკოტრებას გამოიწვევს, ეს საბოლოოდ  არა ბანკებს,  არამედ საბოლოო ჯამში მოქალაქეებს ურტყამს, რადგან  ლარის კურსით დაზარლდა მოქალაქე და არა ბანკი“,-განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics