03:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 09:26:33, 327 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის ომმა დაგვიტოვა

„ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძმე საოკუპაციო ხაზთან გატაცებულ გია სოლოშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  დღეს ერგნეთში   შეხვედრა გაიმართება და მწვავედ  იქნება განხილული  სოლოშვილის გატაცების საკითხი.

„ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის  ნაწილი, რომელიც დაგვიტოვა 2008 წლის აგვისტოს ომმა.  რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად  აღიარებამ და იმ ფაქტმმა, რომ რუსეთი  აი ამ საოკუპაციო ხაზს  თვლის სახელმწიფო საზღვრად. ეს არის ძალიან მწარე, ძალიან მძიმე რეალობა.  რამდენადაც მე ვიცი დღეს იქნება ერგნეთში შეხვედრა, არსებობს სპეციალური  მექანიზმი, ჟენევის  ფორმატის ფარგლებში და ალბათ ეს კონკრეტული  საკითხი მანდ იქნება მთელი სიმწვავით  განხილული“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics