12:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 17:56:56, 513 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის პრემიერი: საქართველო და უკრაინა თავისუფალ სავიზო რეჟიმს მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკომისია დადებით დასკვნას მოამზადებს

რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაცია ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას გულისხმობს, - ამის შესახებ რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმა განაცხადა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობების რეფორმები შედეგიანი და წარმატებულია.

„ მწამს, რომ ჩვენი ღონისძიება დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირის ურთიერთობები გამყარდეს, საქართველოსთან, სომხეთთან აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. დღევანდელი დისკურსის შედეგი მოგვცემს საშუალებას შემდეგ წლებში განვითარების სტიმული მივცეთ ამ სამიტს. დეკლარაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ ხაზს უსვამს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დღეს მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინის წვლილს რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა მოთხოვნის შესასრულებლად რაც დადებით გადაწყვეტილებამდე მივა და დაიწყება უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა ლაიმდოტა სტრაუიუმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics