05:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 13:34:56, 335 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მისი უწყების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მისი უწყების დაფინანსების გაზრდა მოითხოვა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაზე ნაკლებად არის დაფინანსებული.

მურღულიამ აღნიშნულ კომიტეტს თხოვნით მიმართა, როცა ბიუჯეტის განხილვა იქნება, გარემოს დაცვის უწყებას  მხარი დაუჭირონ.

„როდესაც საქართველოში ჰესი შენდება, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება. რადგან ჩვენი სამინისტრო ყველაზე ნაკლებად დაფინანსებულია, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ძალიან ბევრი რესურსია საჭირო. ამიტომ, როცა ბიუჯეტის განხილვა იქნება, დაგვიჭირეთ მხარი და ჩვენც რა თქმა უნდა ბევრ რესურსს ჩავრთავთ ამ პროცესში“, - განაცხადა მურღულიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ მინისტრის  მოადგილეს პირობა მისცა, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს მხარს დაუჭერს, რადგან, მისი თქმით, გარემო ყველას საზრუნავია.

„ნამდვილად დაგიჭერთ მხარს, რადგან გარემო ყველასთვის უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო და ნამდვილად ყველას  საზრუნავია ეს“, - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე სამინისტროების მოადგილეები მოხსენებით გამოდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics