2015-05-20 09:32:18, 311 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა.
დიასამიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლებს გუშინ აცნობა.
საკითხს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიასამიძის პოტენციალის და შესაძლებლობების გაშვება მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან