|
2015-05-18 09:33:49, 312 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას შეხვდა
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. თინა ხიდაშელის განცხადებით, ის არ აპირებს მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს. „თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან ვაპირებ შეხვედრას. რაზე ვიმსჯელეთ ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ. აბსოლუტურად ყველას ვხვდები და ირაკლი ჩემი მეგობარია. მასთან ბუნებრივია შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ჟურნალისტის კითხვაზე ისაუბრეს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის მოქმედმა და ყოფილმა მინისტრებმა პასუხისგან თავი შეიკავეს. ამასთან, როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა საჭირბოროტო საკითხს და თავდაცვის სამინისტროს მომავალ გეგმებს. „ვისაუბრეთ ყველა საჭირბოროტო საკითხე, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროს და ასევე ვისაუბრეთ მიმავალ გეგმებზე, რომელიც მქონდა თავდაცვის უწყებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ ვართ მეგობრები და პრაქტიკულად ყველა თემაზე ვისაუბრეთ“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)