12:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 18:06:40, 356 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: საქართველო ასეთი ტემპით სასურველი განვითარების დონეს ერთ საუკუნეზე მეტი დროის შემდეგ მიაღწევს

„ასეთი ტემპით საქართველო ჩვენთვის სასურველი განვითარების  დონეს  ერთ საუკუნეზე მეტი დროის შემდეგ მიაღწევს“,-ამის შესახებ „ნაციონალუტი  მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ  EBRD-ის  მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნიზის 2,3 %-დე შემცირების თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საგარეო ფაქტორები,  თუმცა ძირითადად ეს შედეგი   საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით  არის გამოწვეული.
„EBRD  და სხვა საერთაშორისო ორნაზიაციები ფიქრობენ, რომ საქართველოში სერიოზული პრობელებია,  რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან შენელებულია. ასეთი ტემპით საქართველო ჩვენთვის სასურველი განვითარების დონეს ერთ საუკუნეზე მეტი დროის შემდეგ მიაღწევს. რა თქმა უნდა საგარეო ფაქტორები ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს შედეგი დღევანდლი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია. მან გააჩინა არასტაბილური და არაპროგნოზირებადობის განცდა ორ წელიწადნახევარში.  ეს ძალიან ცუდი სიგნალია ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის, რადგან ეკონონიკური ზრდის პოტენციალი არ არის, ისინი არ მოინდომებენ საქართველოში ფულის ჩადებას. რაც აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და უფრო შენელდება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ დასძინა, რომ EBRD-ის შეხვედრის მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია.
„ თუმცა იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მძიმე ვითარებაა  ქვეყანაა, ეს ღონისძიებები კონკრეტულ ინვესტიებს ვერ მოიტანს“,-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics