13:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 12:04:19, 301 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული მხარე, ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პრიორიტეტების პატივისცემის გათვალისწინებით, რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის. 

ამის შესახებ, ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგირის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

„ძალიან ძნელია მხოლოდ კარსინის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ამ თვალსაზრისით ჩვენმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, როგორც ვიცი დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული დავალება არ არსებობს. გარდა ამისა, ზოგადად პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ძირითადი საგარეო პრიორიტეტების პატივისცემის გათვალისწინებით, მზად ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმამადგენელთან  ზურაბ აბაშიძესთან  ერთად მაღალი დონის შეხვედრის მოსამზადებლად მუშაობს.
„მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით“, – აღნიშნა კარასინიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics