|
2015-05-14 10:57:19, 361 ნახვა
პოლიტიკა
ილია მეორე: არ მახსოვს შემთხვევა, მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს
„არ მახსოვს შემთხვევა,მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. უწმინდესის თქმით, ქართველები კატეგორიული ხალხი ვართ და არ გვიყვარს ერთმანეთის მოსმენა. „ მე არ მახსოვს შემთხვეა, მთავრობის რომ რომელიმე წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს. გარდაცვლილი ბატონი ედუარდ შევარდნაძე წერდა, რომ რჩევას მეკითხებოდა. პრობლემები ძალიან ბევრია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო. საქართველოს შველა უნდა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსთვის. ჩვენ უპირველესად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ ვართ ამპარტავნები, ჩვენ გვაქვს კატეგორიური ბუნება - მე რასაც ვფიქრობ, ის არის ჭეშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ მჭირდება, - ასე ფიქრობს მრავალი. ადამიანმა უნდა მოსმინოს სხვისი აზრიც, უნდა გაანალიზოს სხვისი ნათქვამი“, - განაცხადა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)