12:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 19:03:15, 328 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველო–იტალიის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ პიერ კარლო პადოანის შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით  თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. იტალიური კომპანიების მხრიდან არსებობს განსაკუთრებული ინტერესი სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, ასევე ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„იტალიური ინვესტიცია წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტიციას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ იტალიური კომპანიები ახორციელებენ არაერთ წარმატებულ პროექტს, მათ შორის არის „ფერერო როშერი“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და გამოითქვა კმაყოფილება ბოლო პერიოდში იტალიელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის გამო.

მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან ინტეგრაციისთვის.

შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics