|
2015-05-13 15:40:25, 321 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს
საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია. რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, ეუგენ ორლანდო თეოდოროვიჩი და EBRD-ის ალტერნატიული საბჭოს დირექტორი რუმინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD- ში, ანდრეი დრაგოსი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო. მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)