09:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:42:12, 331 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე კარგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების საქმიანობას კი უარყოფითად ახასიათებენ.

გამოკითხულთა 33%–ის თქმით,  ჯანდაცვის სამინისტრო კარგად მუშაობს, 36% ამ უწყების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 26%–ს მოსწონს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 21%–ს, თავდაცვის უწყება 14%–ს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 16%–ს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა 8%–ს მოსწონს. 37%–მა  კი, არ იცის, როგორ მუშაობს აღნიშნული უწყება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას 11% დადებითად აფასებს, 16% უარყოფითად, 45%კი, საშუალოდ.  საგარეო უწყების საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 9%–ს მოსწონს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უწყებას 8% აფასებს დადებითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს –10%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას  გამოკითხული მოსახლეობის 10%  დადებითად აფასებს, 22% უარყოფითად, 43% საშუალოდ, 23%–მა არ იცის როგორ მუშაობს აღნიშნული უწყება.

გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტრო კარგად მუშაობს, 29% უწყების საქმიანობა არ მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics