10:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 09:42:11, 325 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მთავრობის ორი

მთავრობის ორი "რესპუბლიკელით" განახლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჩემი წინადადებით მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა შევეხო თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო დროს. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ მთავრობაში განახლება მოხდა ორი "რესპუბლიკელის" მთავრობაში გადანაცვლებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა "რესპუბლიკურ პარტიას" სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ეს არის ნაბიჯი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილი და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics