|
2015-05-08 19:02:55, 368 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი „ნაციონალებს“ : იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგეები იყავით
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, „მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლა არ გართულებულა. ღარიბაშვილმა ამ განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც „მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის პრობლემა შეექმნათ. „ახალი კანონის ძალით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა, ეს არის ძალიან ნათელი. როგორც ადრე შემოდიოდნენ უვიზოდ, ისე შემოდიან დღესაც. ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა არის მთავრობის დადგენილებით, იმ ქვეყნების სიაში შეყვანილი, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ეხებათ. რეგულაციები რა თქმა უნდა მათ შეეხოთ, მაგრამ, სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში შესული ცვლილებები ე.წ. შენგენის სავიზო კოდექსს ეფუძნება, რომელიც ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესების მიღებასთან დაკავშირებით, 2011 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. პრემიერი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზა–ლიბერალიზაციის ანგარიშსაც გამოეხმაურა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ მას გაეცნონ. „ეს ანგარიში უაღრესად პოზიტიურია და გილოცავთ ყველას. ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, ამ ანგარიშს გაეცნოთ. მასში ის არის აღიარებული, რასაც ჩვენ მოვლეოდით – მასშტაბური რეფორმები, ეს არის პროგრესი, რისთვისაც ჩვენ ბოლო 6 თვე რეკორდულად მოკლე დროში ვიმუშავეთ, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი დღე არ უმუშავია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)