|
2015-05-08 14:48:24, 405 ნახვა
პოლიტიკა
ან ბრასორი: სიძულვილი დემოკრატიას ძირს უთხრის
ევროსაბჭოს პრეზიდენტის ან პროსერის შეფასებით, ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანაში არატოლერანტობა და სიძულვილია. ამის შესახებ ბრასორიმ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ამ ქვეყნების ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა გაერთიანდეს და ქვეყნებში განვითარებულ სიძულვილს შეებრძოლონ. „ბატონო პრეზიდენტო ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ის რაც ევროსაბჭოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვხედავთ არატოლერანტობისა და სიძულვილის აღზევებას ყველა ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ყველა ერთად ვიდგეთ – ყველა პოლიტიკური ლიდერი , პარტია და საზოგადოებაც , რომ შევებრძოლოთ ამ არატოლერანტობას და სიძულვილს, რომელიც ქვეყნებში ვითარდება, რადგანაც სიძულვილი დემოკრატიას ძირს უთხრის“, – აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. როგორც მან განაცხადა, ევროსაბჭო ურთიერთწინააღმდეგობებსა და ბარიერების შექმნას არ დაუშვებს. „მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ უფრო მეტი და მეტი ბარიერი არის შექმნილი. გუშინ მე ვიყავი ადმინისტრაციული საზღვრის პირას, სადაც მე შემეძლო საკუთარი თვალით მენახა, თუ რას ნიშნავდა ახალი ბარიერების აღზევება და შექმნა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა არის მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის საბჭოში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ბარიერები დავამხოთ, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ ამ ქვეყანაშ, არამედ სხვა ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადავლახოთ და ევროსაბჭოს 47 ქვეყნის 840 მილიონი ადამიანის თავისუფლებას მივაღწიოთ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსები იმიტომ ვართ, რომ ჩვენს თავზე ასეთი წინააღმდეგობები ავიღოთ. მე ვიცი, რომ შეგვიძლია ამ ბარიერების გადალახვა, რათა მივაღწიოთ ადამიანების თავისუფლების დაცვას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ, რადგან ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ერთ ოჯახს და ყველას აქვს თავისი პასუხისმგელბობა“, – განაცხადა ან ბრასორიმ. მან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავჯდომარესა და დეპუტატებს ევროსაბჭოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. „პრეზიდენტო, პრემიერო , პარლამენტის თავჯდომარე, დეპუტატებო, მე ვიცი, რომ უზარმაზარი დაბრკოლებები გაქვთ თქვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნა ბრასორიმ.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)