|
2015-05-08 13:06:29, 329 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს ორთვინ ჰენიგს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩი აჭარაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებლად ჩავიდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიის მხრიდან აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს. „გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აჭარის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სანაპიროს დაცვის გაუმჯობესება. ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება და გამყარება პირველ რიგში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან მიმართებაში“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ორთვინ ჰენიგი საქართველოში 2010 წლის 14 მაისიდან მსახურობს. მანამდე კი მოსკოვში, ქაბულში, ბრიუსელში, გერმანიის წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)