|
2015-05-07 18:45:49, 365 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ისრაელის დელეგაციას შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისრაელის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. არჩილ ყარაულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც მოახლოებული აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის, ასევე, 2016 წ. ნატო-ს ვარშავის სამიტისადმი. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობას. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)