00:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:00:58, 360 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობას: დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, ჩვენი გაკეთებული საქმე აღიაროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში  საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განახლებულ სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს.
პროგრამის წარდგენამდე, პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვს მოლოდინი, საპარლამენტო უმცირესობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ  გაწეულ საქიანობას  ადეკვატურად შეაფასებს. თუმცა,  ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა, რასაც წინ ვერაფერი აღუდგება.
"არ მაქვს მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო  უმცირესობა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი,   ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაწეულ საქიანობას, მაგრამ დარმუნებული ვარ,  ყველა სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დადებითად აისახება სქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე,  მათ შორის თქვენ და თქვენს ოჯახებსაც  შეეხება. მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დაცულია ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის, სიცოხლის უფლება. ამიტომ მე აღარ შევეხები ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვისაუბრებ.დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმე და ციფრები, რომელსაც მოგახსენებთ.პროგრამაში დეტალურად გავწერეთ, როგორც ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად. ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ჩვენი პრიორიტეტია და ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics