|
2015-05-07 16:41:49, 416 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, აღარ არსებობს
"კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს",-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კითხვებზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში მთავარი ყურადღება რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიის მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ექცევა. „აქტიური გამოწვევის ფონზე, რომელსაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, განსაკუთრებით ყურადღება, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიის მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ექცევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები გვაქვს. ჩვენი საქმიანობის შედეგად, მოისპო და კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, ეს ტაქტიკური მუდმივი პოლიტიკაა, რადგან რუსეთის მხრიდან გამოწვევები ყოველდღე არსებობს და ამ მიმართულებით, შესაბამისად ყოველდღიური ყურადღებაა საჭირო",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კითხვაზე- თუ არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების სერიოზული წინაპირობები, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი დიალოგის კუთხით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან სერიოზული მიღწევებია, რადგან ისინი, ყველაფრის მიუხედავად, სცდილობენ, შედარებით დამოუკიდებლები იყვნენ. "თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ეს ვერ ხერხდება, რადგან ის მთლიანად კრემლის მხრიდან იმართება",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)