|
2015-05-07 16:29:29, 322 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის გაუფასურებაზე როგორც ეკონომიკურმა, ისე ფსიგოლოგიურმა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა
„ლარის კურსის შემცირებაზე დოლართან მიმართებაში, როგორც ეკონომიკურმა, ისე ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა. მან ლარის დევალვაციის ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორები დაასახელა. „ ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მტკივნეულად აისახა დოლარის კურსის გლობალურმა გამყარებამ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ვალუტების მიმართ. ლარის კურსის შემცირებაზე დოლართან მიმართებაში როგორც ეკონომიკურმა, ისე ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა. აღსანიშნავია, რომ თუ 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით 2014 წლის 30 აპრილთან შედარებით, დოლართან მიმართებაში აზერბაიჯანული მანათი 33.7 % –ით, მოლდოვური ლეი 34%–ით, რუსული რუბლი 45%–ით, ლარი 30.4%–ით არის გაუფასურებული. დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია ვროპული ქვეყნების ვალუტებიც“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურებაზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კლებამ. „2014 წლის განმავლობაში ექსპორტი შემცირდა 6.1%–ით, 2015 წლის იანვარ– მარტის მონაცემებით ექსპორტი 27.7%–ით შემცირდა. ასევე ფულადი გზავნილებთან მიმართებით მოვლენები უარყოფითად აისახა. 2014 წლის განმავლობაშ საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.5%–ით ნაკლებია, 2013 წლის მონაცემებზე. წმინდა ფულადი გზავნილების – 4%–ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის იანვარ – მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 250 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 74 მილიონი დოლარით არის ნაკლები 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, წმინდა ფულადი გზავნილები ასევე 27%–ით არის ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან. ანუ ძირითადი მიზეზი სავალუტო შემოსულობების შემცირების გახდა ექსპოერტის კლება, განსაკუთრებით პირველი სამი თვის გნმავლობაში, ასევე ფულადი გზავნილის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)